Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

71 წლისა გარდაიცვალა დონალდ ტრამპის უმცროსი ძმა


რობერტ ტრამპი დონალდ ტრამპთან ერთად, 2016 წელი
რობერტ ტრამპი დონალდ ტრამპთან ერთად, 2016 წელი

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის უმცროსი ძმა, რობერტ ტრამპი, ნიუ-იორკში საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. იგი 71 წლის იყო.

"გულდამძიმებული გაუწყებთ, რომ ჩემი არაჩვეულებრივი ძმა, რობერტი, დღეს საღამოს მშვიდად გარდაიცვალა", თქვა პრეზიდენტმა თავის 15 აგვისტოს განცხადებაში. "იგი მხოლოდ ძმა არ იყო ჩემთვის, იგი ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო. ძალიან მომენატრება, მაგრამ ჩვენ ერთმანეთს კვლავ შევხვდებით. მისი ხსოვნა სამუდამოდ იცოცხლებს ჩემს გულში. რობერტ, მიყვარხარ. მშვიდობით განისვენე".

პრეზიდენტმა თავისი ძმა ნიუ-იორკის საავადმყოფოში 14 აგვისტოს მოინახულა, მას შემდეგ, რაც თეთრი სახლის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ იგი მძიმედ ავად გახდა. უშუალოდ სიკვდილის მიზეზი ცნობილი არ არის, მაგრამ ივნისში, იგი კვირაზე მეტხანს იმყოფებოდა საავადმყოფოში.

მიუხედავად იმისა, რომ ისინი ერთმანეთისგან პიროვნულად განსხვავებული იყვნენ, 74 წლის პრეზიდენტს ახლო და მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა თავის უმცროს ძმასთან, რომელიც ტრამპის და-ძმათაგან ყველაზე უმცროსი იყო.რობერტ ტრამპი 1948 წელს დაიბადა. იგი ნიუ-იორკში უძრავი ქონების დეველოპერის, ფრედ ტრამპის ხუთ შვილთაგან ყველაზე უმცროსი იყო.რობერტ ტრამპმა თავისი კარიერა უოლ-სტრიტზე დაიწყო, თუმცა შემდეგ Trump Organization-ს შეუერთდა ხელმძღვანელ თანამდებობაზე.უკანასკნელ წლებში რობერტ ტრამპი ხშირად არ ჩნდებოდა და პრეზიდენტის დიდ მხარდამჭერად რჩებოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG