ლუკაშენკო
„ტყუილია!“, „წადი!“: ბელარუსში ქარხნის მუშების რეაქცია ლუკაშენკას გამოსვლაზე
17 აგვისტოს ბელარუსის პრეზიდენტ ალიაქსანდრ ლუკაშენკას მინსკის ტრაქტორმშენებელ ქარხანაში გამოსვლა მუშებმა რამდენჯერმე შეაწყვეტინეს შეძახილებით, „ტყუილი“ და „წადი!“. მუშების წინაშე ლუკაშენკას სიტყვამდე რამდენიმე საათით ადრე ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი სვიატლანა ციხანოუსკაია ახალი არჩევნების მოწოდებით გამოვიდა. მისი თქმით, ის მზადაა, „ქვეყნის ლიდერის როლი შეასრულოს“. ამასობაში მთელს ბელარუსში ქარხნების ათასობით მუშამ გამოაცხადა გაფიცვა არჩევნების გასაპროტესტებლად, რომლის შედეგებიც, მათი თქმით, გაყალბებული იყო.
ეპიზოდები
-
ივნისი 30, 2026ახალგაზრდული "ქართული ოცნება"
-
ივნისი 16, 2026ინტერვიუ ანდრეი ვოლნასთან
-
მაისი 28, 2026„ჩემი შვილი იყოს ბოლო“
-
მაისი 27, 2026ანტი-დრონების პოლიცია კრამატორსკში