Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარტიამ "ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსი" თბილისში მაჟორიტარობის კანდიდატები დაასახელა


პარტიამ "ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსი" თბილისში მაჟორიტარობის კანდიდატები დაასახელა. კანდიდატები ამომრჩეველს პარტიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, მარიამ ჯაშმა წარუდგინა. კანდიდატების ნაწილი პარლამენტის მოქმედი დეპუტატები არიან.

"ჩვენ გადავდგამთ ქმედით ნაბიჯებს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს გაწევრიანებისთვის და სახალხო დიპლომატიით ხელს შევუწყობთ დიდ შერიგებას ჩვენს აფხაზ და ოს ოჯახებთან. ამ ყველაფრის მისაღწევად გვჭირდება გუნდი, ადამიანები, რომლებიც მთელი თავისი ცხოვრება იდგნენ ხალხის სამსახურში, არ ურიგდებოდნენ უსამართლობას და არასდროს წასულან საკუთარი მორალის და პროფესიული სტანდარტის წინააღმდეგ. სწორედ ასეთ გუნდს წარმოგიდგენთ", - თქვა ჯაშმა და კანდიდატების დასახელება დაიწყო.

პარტიის სახელით არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ:

  1. მთაწმინდა-კრწანისი - ჯაბა ჯიშკარიანი;
  2. ვაკე - ბექა ნაცვლიშვილი;
  3. საბურთალო - ლევან გოგიჩაიშვილი;
  4. დიდუბე-ჩუღურეთი - გედევან ფოფხაძე;
  5. ისანი - რამაზ ბლუაშვილი;
  6. ნაძალადევი - ზვიად თავაძე;
  7. სამგორი - ალექსანდრე რიჟამაძე;
  8. გლდანი - ლაშა გიორგაძე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG