Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვენაში დაიწყო შეიარაღების კონტროლის თაობაზე აშშ-რუსეთის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი


აშშ-ისა და რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ვენაში დაიწყეს შეიარაღების კონტროლის თაობაზე მოლაპარაკებების მესამე რაუნდი. მოლაპარაკებების ყურადღების ცენტრშია 2010 წელს ხელმოწერილი სტრატეგიული შეიარაღების ახალი ხელშეკრულება (ახალი START-ი), რომელსაც მალე გასდის ვადა.

ავსტრიის დედაქალაქში მიმდინარე ორდღიან შეხვედრას აშშ-ის მხრიდან უძღვება პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი შეიარაღების კონტროლის საკითხებში, მარშალ ბილინგსლი, რუსეთის მხრიდან კი - საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვი.

„აშშ მზადაა სერიოზული დიალოგისთვის,“ დაწერა ბილინგსლიმ ტვიტერში.

მხარეები თათბირობენ ბირთვული შეიარაღების სფეროში მათ შორის მოქმედ უკანასკნელ ხელშეკრულებაზე. ახალ START-ს, რომლითაც ორივე ქვეყნისთვის არის განსაზღვრული განთავსებული გრძელი რადიუსის ბირთვული ქობინების მაქსიმალურად დაშვებული რაოდენობა, თებერვალში ეწურება ვადა.

მოლაპარაკებების პირველი ორი რაუნდი ივნისსა და ივლისში გაიმართა და მასზე რაიმე წარმატებისთვის არ მიუღწევიათ ხელშეკრულების გაგრძელების მიმართულებით.

აშშ ჩინეთს მოუწოდებს, რომ შეუერთდეს მოლაპარაკებებს, რასაც ჩინეთი ეწინააღმდეგება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG