Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპის თქმით, ის განიხილავს ალასკის ველურ ბუნებაში ნავთობის ჭაბურღილების ბურღვას


აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ განიხილავს ალასკის ველურ ბუნებაში ნავთობის ჭაბურღილების ბურღვის შესაძლებლობას მას შემდეგ, რაც პროექტმა დიდი წინაღობა დაძლია.

ამის შესახებ მან 17 აგვისტოს განაცხადა Fox News-ისთვის მიცემულ სატელეფონო ინტერვიუში.

ტრამპის კომენტარამდე, 17 აგვისტოს, აშშ-ის შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაამტკიცა საარენდო პროგრამა ნავთობისა და გაზის ჭაბურღილებისთვის 7,7 მილიონი ჰექტარი ფართობის ველური ბუნების რეგიონში.

გარემოს დამცველები წლების განმავლობაში აცხადებენ, რომ ამ ტერიტორიებზე ბურღვამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას ველურ ბუნებას, მათ შორის, თეთრ დათვებსა და კარიბუებს, რომლებიც ამ რეგიონში ბინადრობენ.

კონგრესმა პროგრამა 2017 წელს მოიწონა, 2018-ში კი შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთმა უწყებამ დაადგინა, რომ ბურღვა საფრთხეს არ შეუქმნის ველურ ბუნებას.

„კონგრესმა დაგვავალა, არენდით გავასხვისოთ სანაპირო დაბლობი ეროვნულ არქტიკულ ნაკრძალში და ჩვენ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით ჩვენი ვალდებულებების შესრულების გზაზე, დავადგინეთ რა, სად და რა პირობებში განხორციელდება ნავთობისა და გაზის მოპოვების პროგრამა“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა დევიდ ბერნჰარდტმა შესაბამისი დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG