Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გორში კორონავირუსით ინფიცირებულია კიდევ ერთი ექთანი


კორონავირუსი დაუდასტურდა გორის კლინიკა „გორმედის“ ექთანს, რომელიც თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. კლინიკის დირექტორის, ხათუნა შრუბის ინფორმაციით, მედდის პირველმა ტესტირებამ უარყოფითი შედეგი აჩვენა, თუმცა, განმეორებითი კვლევით მას კორონავირუსი დაუდასტურდა. ექთნის კონტაქტებს ეპიდემიოლოგები იკვლევენ.

7 აგვისტოს კორონავირუსი დაუდგინდა გორის სამხედრო ჰოსპიტლის ექიმს, რომელიც „გორმედშიც“ მუშაობს. 11 აგვისტოს კორონავირუსი დაუდასტურდა სამხედრო ჰოსპიტლის ექთანს, რომელსაც კონტაქტი ჰქონდა ინფიცირებულ ექიმთან.

დღეს, 18 აგვისტოს დილით საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ მედიას აცნობა, რომ ერთი ახალი პაციენტი სამედიცინო პერსონალის წარმომადგენელია, თითო-თითო შემთხვევა უკავშირდება მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერს და ქობულეთს, კიდევ ერთი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, ოთხი შემოტანილია და მათგან ერთი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია და ორის კონტაქტების მოკვლევა მიმდინარეობს წყაროს დასადგენად.

18 აგვისტოს დილის მონაცემებით, საქართველოში დადასტურებულია კორონავირუსის სულ 1351 შემთხვევა. მათგან უკვე გამოჯანმრთელებულია 1098. საქართველოში COVID-19-ით გარდაცვლილია 17 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG