Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელარუსის ელჩი ესპანეთში არჩევნების შედეგების გადათვლას და მომხდარი ძალადობის „გამჭვირვალე გამოძიებას“ ითხოვს


ესპანეთში ბელარუსის ელჩმა, პაველ პუსტოვოიმ, თანამემამულეებს მოუწოდა, „მშვიდობიან და წყნარ ვითარებაში განიხილონ მოსახლეობის საჭირბოროტო საკითხები“.

რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის ცნობით, ელჩმა პუსტოვოიმ აღნიშნა, რომ ამისათვის, პირველ ყოვლისა, საჭიროა „საპრეზიდენტო არჩევნების კენჭისყრის შედეგების გადათვლა“, შემდეგ კი საპროტესტო აქციების დროს მომხდარი ძალადობის ფაქტებზე „ღია სასამართლო პროცესის“ ჩატარება.

მანამდე სლოვაკეთში ბელარუსის ელჩის თანამდებობა დატოვა იგარ ლიაშჩენიამ, რომელიც რამდენიმე წლის წინ პრეზიდენტ ლუკაშენკას თანაშემწეც იყო.

გადადგომამდე ორი დღით ადრე, ელჩმა გაავრცელა საპროტესტო გამოსვლების მხარდამჭერი ვიდეომიმართვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG