Accessibility links

ჯანდაცვის სამინისტროსთან ექიმები ვახტანგ ყიფიანის მხარდამჭერ აქციას მართავენ


ჯანდაცვის სამინისტროსთან სხვადასხვა კლინიკის ათეულობით ექიმი აქციას მართავს. ისინი დაკავებული ექიმის, ვახტანგ ყიფიანის სასამართლო სხდომების დასრულებამდე გათავისუფლებას ითხოვენ.

აქციაზე ექიმები სიტყვით მიმართავენ ერთმანეთს.

"არავითარ შემთხვევაში იმ ოჯახმა არ უნდა ჩათვალოს, რომ ჩვენ ცამდე მართალი ვართ... ექიმს ეშლება, მაგრამ ოჯახის თანდასწრებით, ბავშვების თანდასწრებით აიყვანო, ეს არ არის სწორი. ჩვენ რომ ავირჩიეთ ეს პროფესია, ვიცოდით, რომ სიკვდილ-სიცოცხლის ბრძოლა იქნებოდა... არ გვინდა, ხელისუფლებამ ისე ჩათვალოს, რომ ვუპირისპირდებით მას. ჩვენი თხოვნაა, გამოუშვან, ის არსად არ არის გამქცევი... მე არცერთ სამედიცინო ექსპერტიზას არ გავაკეთებ, სანამ არ გაათავისუფლებენ მას", - განაცხადა ერთ-ერთმა ექიმმა სიტყვით გამოსვლის დროს.

4 აგვისტოს საქართველოს პროკურატურამ თბილისის ცენტრალური კლინიკის დირექტორისა და ექიმის დაკავების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. უწყება აღნიშნავდა, რომ მათ თაღლითურად გაუკეთეს პაციენტს ოპერაცია და უკანონო საექიმო საქმიანობას ეწეოდნენ. ერთ-ერთი დაკავებული ვახტანგ ყიფიანია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG