Accessibility links

ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარემ და რუსეთის პრეზიდენტმა ბელარუსში შექმნილ ვითარებაზე იმსჯელეს


შარლ მიშელი

ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე, შარლ მიშელი, აცხადებს, რომ სატელეფონო საუბარი გამართა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ბელარუსში შექმნილი ვითარების გარშემო.

„ახლახან განვიხილე ბელარუსში შექმნილი ვითარება რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან. მხოლოდ მშვიდობიან და ყოვლისმომცველ დიალოგს შეუძლია ბელარუსში შექმნილი კრიზისის გადაჭრა“, - დაწერა მიშელმა ტვიტერში.

რუსული სააგენტო „ტასის“ ცნობით, მიშელსა და პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გრძელდებოდა ნახევარი საათის განმავლობაში. მხარეებმა განიხილეს ბელარუსის ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის ორგანიზებისთვის ხელის შეწყობა, კერძოდ, ეუთოს შუამავლობით.

ბელარუსში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები და გაფიცვები დაიწყო საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რომელიც, ევროკავშირის თანახმად, „არც თავისუფალი იყო და არც სამართლიანი“.

ოფიციალური მონაცემებით, პრეზიდენტმა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ დამაჯერებლად გაიმარჯვა. დღემდე დააკავეს 7000-მდე ადამიანი, ასობით დაშავდა და მინიმუმ სამი დაიღუპა.

ასობით ადამიანი, რომლებიც მოგვიანებით გაათავისუფლეს, ჰყვება, რომ საპატიმროებში მათ სასტიკად სცემდნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG