Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზურა ჯაფარიძე "ქართულ ოცნებასთან" კოალიციის შექმნას გამორიცხავს


"გირჩი" შემდეგი არჩევნების შემდეგ "ქართულ ოცნებასთან" კოალიციას გამორიცხავს. ამის შესახებ პარტიის ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ TV პირველის ეთერში განაცხადა.

"მაგაზე ცალკე იყო საუბარი და ცალკე დეკლარაცია გაკეთდება [პარტიებს შორის]. ჩვენ, ცხადია, არ შევუქმნით კოალიციას "ქართულ ოცნებას", - განაცხადა ჯაფარიძემ.

დღეს ჯაფარიძე "ოპოზიციურმა ერთობამ" დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატად დაასახელა. დღესვე პარტიები შეთანხმდნენ, რომ გააფორმებდნენ მემორანდუმს, რომლის მიხედვითაც ყველა პარტია დაიცავს არჩევნებზე ყველა ოპოზიციური პარტიის ხმებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG