Accessibility links

100 ბელარუსი სპორტსმენი და მწვრთნელი უერთდება ოპოზიციის მოთხოვნებს


სულ მცირე 100 ბელარუსი სპორტსმენი, მწვრთნელი და დარგის წარმომადგენელი მხარს უჭერს ოპოზიციის მოთხოვნებს ქვეყანაში განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატრებისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის სრული შემადგენლობით გადაყენების შესახებ.

რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის ცნობით, სპორტსმენების სია და მათი მოთხოვნები გაზეთმა Pressball-მა გამოაქვეყნა.

სპორტსმენები მხარს უჭერენ ქვეყანაში ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებას, რეპრესიების შეწყვეტას და ძალადობაში დამნაშავე პირების სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას.

მათი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, სპორსტმენები აცხადებენ, რომ უარს იტყვიან ქვეყნის სახელით სპორტულ ასპარეზობებში მონაწილეობაზე.

ბელარუსში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები და გაფიცვები დაიწყო საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რომელიც, ევროკავშირის თანახმად, „არც თავისუფალი იყო და არც სამართლიანი“.

ოფიციალური მონაცემებით, პრეზიდენტმა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ დამაჯერებლად გაიმარჯვა. დღემდე დააკავეს 7000-მდე ადამიანი, ასობით დაშავდა და მინიმუმ სამი დაიღუპა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG