Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯო ბაიდენი ოფიციალურად დასახელდა აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატად


აშშ-ის დემოკრატიულმა პარტიამ პრეზიდენტობის კანდიდატად დაამტკიცა ქვეყნის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, 77 წლის ჯო ბაიდენი. გადაწყვეტილება ოფიციალურად გამოცხადდა მილუოკიში, დემოკრატების ეროვნულ ყრილობაზე, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო ძირითადად, ონლაინ-რეჟიმში მიმდინარეობდა.

პრეზიდენტობის კანდიდატად ჯო ბაიდენის ოფიციალურად დასახელებამდე შტატების დელეგაციებმა წაიკითხეს შიდა არჩევნების შედეგები, რომელთა თანახმად, დელეგატების უმრავლესობამ ხმა ბაიდენს მისცა. დემოკრატიული პარტიის შიგნით ჯო ბაიდენის კონკურენტი იყო ვერმონტის შტატის სენატორი ბერნი სანდერსი.

დემოკრატიული პარტია ამომრჩეველს ჰპირდება, რომ პრეზიდენტად ჯო ბაიდენის არჩევა პანდემიით დაზარალებულ ამერიკას აღადგენს და დაასრულებს პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ შექმნილ ქაოსს.

აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნები 3 ნოემბერს გაიმართება. კენჭს მეორე ვადით იყრის ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი, რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG