Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევაა


გასული 24 საათის განმავლობაში, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურდა კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა.

ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 1361-მდე გაიზარდა. მათგან უკვე გამოჯანმრთელებულია 1098.

საქართველოში COVID-19-ით გარდაცვლილია 17 ადამიანი.

19 აგვისტოს დილის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმშია 7235 და სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 302.

საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში - აფხაზეთში დე ფაქტო მთავრობას დადასტურებული აქვს კორონავირუსის 202 შემთხვევა, ხოლო ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობას - 89.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG