საქართველოში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევიდან 1 მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერს უკავშირდება, 4 მანამდე დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტია, 2 შემოტანილია, 3-ის ინფიცირების წყაროს დასადგენად კი კონტაქტების მოძიება გრძელდება. ამის შესახებ მედიას უთხრა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.
მისი ინფორმაციით, 3 აგვისტოდან დღემდე 10-მდე შემთხვევაა, როცა ინფიცირების წყაროს დადგენა ჯერჯერობით ვერ მოხერხდა.
მარინა ეზუგბაიას ცნობით, 19 აგვისტოს დილის მონაცემებით, საქართველოს კოვიდ-ცენტრებში მკურნალობენ 246 პაციენტს, მათგან 5-ის მდგომარეობა კრიტიკულია, 22-ის მძიმე, დანარჩენების კი - საშუალო, ან მსუბუქი.
19 აგვისტოს დილის მდგომარეობით, საქართველოში დადასტურებულია კორონავირუსის სულ 1361 შემთხვევა. მათგან უკვე გამოჯანმრთელდა 1098. COVID-19-ით გარდაცვლილია 17 ადამიანი.
დაწერეთ კომენტარი