Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბათუმის ბულვარში კორონავირუსზე ტესტის უფასოდ ჩატარება იგეგმება


ბათუმში, ბულვარის ტერიტორიაზე ორი ადგილის მოწყობა იგეგმება, სადაც მოქალაქეებს კორონავირუსზე ტესტირების ჩატარება შეეძლებათ. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

"ვმუშაობთ საკითხზე, რომ ბათუმის ბულვარში ორი კარავი დაიდგას, რომ ნებაყოფლობით ადამიანებს შევთავაზოთ, რათა გავიგოთ ტრიალებს თუ არა ინფექცია აჭარაში", - თქვა მან.

მას შემდეგ, რაც კორონავირუსი დაუდასტურდა ქობულეთის ერთ-ერთი კაფე-ბარის თანამშრომელს, დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა გადაწყვიტა, რომ ტესტირების არეალი გაფართოვდეს და ამ სფეროში დასაქმებულ ყველა ადამიანს ჩაუტარდეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG