Accessibility links

აშშ და რუსეთი კვლავ ვერ შეთანხმდნენ New START-ის ხელშეკრულების ვადის გაგრძელების გარშემო


აშშ-მა და რუსეთმა იარაღის კონტროლის გარშემო მოლაპარაკებათა მესამე რაუნდი დაასრულეს და კვლავ ვერ შეთანხმდნენ საკვანძო საკითხებზე, თუმცა ორივე მხარემ გამოავლინა მზადყოფნა, რომ New START-ის ვადა გაგრძელდეს გაისად, მისი მოქმედების ვადის ამოწურვამდე.

New START-ის მოქმედების ვადა, რომელიც დიდი სიშორის ბირთვული რაკეტების რაოდენობას ზღუდავს, იწურება თებერვალში, თუ ორივე მხარე არ ისურვებს ხუთი წლით მის გახანგრძლივებას. ეს ხელშეკრულება ბოლო დოკუმენტია მხარეებს შორის, რომელიც ბირთვულ შეიარაღებას შეეხება.

აშშ-მა ჩინეთს მოუწოდა, შეუერთდეს ხელშეკრულებას, მაგრამ პეკინმა უარი თქვა. მოსკოვი თვლის, რომ თუ შეთანხმებას ჩინეთი შეუერთდება, მასში ბრიტანეთი და საფრანგეთიც უნდა ჩაერთონ.

აშშ-ის საგანგებო წარგზავნილმა იარაღის შეიარაღების სფეროში, მარშალ ბილინგსლიმ, 18 აგვისტოს თქვა, რომ არსებობს შეხების ზოგიერთი წერტილი, მაგრამ მხარეები ერთმანეთისგან შორს არიან საკვანძო საკითხებში. მისი თქმით, ვაშინგტონი ხელშეკრულების ვადის გაგრძელების შესაძლებლობას განიხილავს, მაგრამ მხოლოდ მაშინ, თუ არ იარსებებს სერიოზული შეშფოთება რუსეთის მხრიდან განუსაზღვრელი პოტენციალის მოგროვების გამო.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი რიაბკოვმა, თქვა, რომ ორი მხარის პრიორიტეტები ერთმანეთისგან განსხვავდება. რუსეთი ხელშეკრულების გახანგრძლივების მომხრეა, მაგრამ ამისთვის ხარჯის გასაღებად არაა მზად, აღნიშნა მან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG