Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის 8 ოლქი: ვინ სად იყრის კენჭს - განახლებადი


თბილისის 8 ოლქისთვის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები უკვე არაერთმა პარტიამ შეარჩია - ინდივიდუალური გადაწყვეტილებით თუ სხვა პარტიებთან შეთანხმებით. რადიო თავისუფლებამ შეკრიბა ამ დროისთვის არსებული ინფორმაცია - რომელი პოლიტიკური ძალის რომელი კანდიდატი რომელ ოლქში იყრის კენჭს. გთავაზობთ კანდიდატთა ბიოგრაფიულ მონაცემებსაც. ინფორმაცია განახლდება.

მთაწმინდა-კრწანისის ოლქი​

ბექა ოდიშარია - „ქართული ოცნება“

მე-9 მოწვევის პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი (2016-2020); შპს „ჯინდალ პეტროლეუმ ოპერეიტინგ კომპანის“ გენერალური დირექტორი (2010-2016); საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის „იორის ველი ნავთობი და გაზი“ გენერალური დირექტორის მოადგილე/გენერალური დირექტორი (2005-2009); სს „ნავთობის ეროვნული კომპანიის“ გენერალური დირექტორის მოადგილე, საკოორდინაციო საბჭოს წევრი ნ/კ „საქნავთობი-სამგორი“, ნ/კ „კანარგო ჯორჯია“, ნ/კ ნინოწმინდის ნავთობის კომპანია“, ნ/კ „საქნავთობი ნორიო“ (2004); თბილისის ბიზნეს ცენტრის სატელევიზიო სტუდიის ჟურნალისტი, პროექტების მენეჯერი (1995-1998).

შალვა შავგულიძე - „ევროპული საქართველოს“/თავისუფალი „დემოკრატები“; ოპოზიციური ერთობის შეთანხმებული კანდიდატი

ადვოკატი; თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილი თავმჯდომარე; მე-8 მოწვევის პარლამენტის ვაკის მაჟორიტარი დეპუტატი - კოალიციაქართული ოცნება (2012-2016); 2019 წელს კენჭი იყარა მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში, პარლამენტის შუალედურ არჩევნებზე; „ქართული ოცნებისმხარდაჭერილ კანდიდატთან, ვლადიმერ კახაძესთან ის მეორე ტურში დამარცხდა; საქართველოს პროკურატურის პროკურორი (1992-1994); ექსპერიმენტალური და კლინიკური ქირურგიის კვლევითი ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერმუშაკი (1988-1992); საქართველოს შს სამინისტროს სოციოლოგიის კვლევითი ლაბორატორიის ლაბორანტი (1981-1985); სარემონტო-სამშენებლო სამმართველო აღმრიცხველი (1976-1977) ; საბჭოთა კავშირის მუსფონდის საქართველოს განყოფილების მებაღე (1976); თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ლაბორანტი (1974-1975).

საბა ბუაძე - „ლელო საქართველოსთვის“

იურისტი, საჯარო მმართველობის სპეციალისტი. "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" (IDFI) ანტიკორუფციული მიმართულების ყოფილი ხელმძღვანელი.

ჯაბა ჯიშკარიანი - „ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსი“

თბილისის მუნიციპალიტეტის მე-6 მოწვევის საკრებულოს წევრი - (2017-2020); თბილისის მუნიციპალიტეტის მე-5 მოწვევის საკრებულოს წევრი - საარჩევნო ბლოკი ,,ქართული ოცნება” (2014-2017); შპს ,,ელიტსერვისი 2007”-ის კონსულტანტი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში (2014); მოძრაობის ,,7 ნოემბერი” თანადამფუძნებელი, თავმჯდომარე (2008 -2010 ); ახალგაზრდული მოძრაობა ,,ძალადობის წინააღმდეგ”- თანადამფუძნებელი, თავმჯდომარე (2007-2008); არასამთავრობო ორგანიზაცია„თანასწორობის ინსტიტუტის“ თანადამფუძნებელი, თავმჯდომარე (2006-2012); საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სტაჟიორი (2004-2006); პოლიტიკური გაერთიანება ,,ახალი მემარჯვენეების” თბილისის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე (2004-2006); პოლიტიკური გაერთიანება ,,ახალი მემარჯვენეების” მთაწმინდის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი (2002-2003).

ვაკის ოლქი

ნოდარ ტურძელაძე - „ქართული ოცნება“

ვაკის რაიონის გამგებელი (2015-2020); ვაკის რაიონის გამგებლის მოადგილე (2015 სექტემბერი - ნოემბერი); თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური, უფროსის მოადგილე (2014-2015); სს გესსაქრუსენერგოსლოჯისტიკისა და ტრანსპორტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე (2010-2014); ააიპის ,,საქართველოს გაერთიანებული ახალგაზრდობა'' დამფუძნებელი (2008-2010); სს გესსაქრუსენერგოსსამეურნეო სამსახურის უფროსი (2006-2010); ააიპის ,,სტუდენტები მშვიდობიანი კავკასიისთვის'' გამგეობის წევრი (2006-2010 წლებში); სს გესსაქრუსენერგოს'' სამეურნეო საქმიანობის ინსპექტორი (2005-2006).

ელენე ხოშტარია - „ევროპული საქართველო“; ოპოზიციური ერთობის შეთანხმებული კანდიდატი

ევროპული საქართველოსწარმომადგენელი; მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი - საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ (2016-2020); ფრაქცია „ევროპული საქართველო“ (2017-დან); საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის მოადგილე (2017-2019); 2017 წელს კენჭი იყარა დედაქალაქის მერის პოსტზე - „ევროპული საქართველოსმხარდაჭერით; ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე (2007-2012); ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსი (2004-2006); საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის უფროსის მოადგილე (2004-); შს სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი, საერთაშორისო ურთიერთობების კოორდინატორი (2004 - ).

ლევან კობერიძე - „ლელო საქართველოსთვის“

მე-9 მოწვევის პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი - საარჩევნო ბლოკიქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო (2016-2020); ფრაქციადამოუკიდებელი დეპუტატებისთავმჯდომარის მოადგილე (2019-ის დეკემბრიდან); შპს "Branding.ge"-ს დირექტორი (2011-2016); საქართველოს ღვინის მწარმოებელთა კავშირითავმჯდომარე (2005-2008); ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანიის "GWS/პენო რიკარის ჯგუფი ბრენდმენეჯერი და გაყიდვების დირექტორი (2000-2007); სადისტრიბუციო კომპანიის "ალიანს კავკასია" მარკეტინგის მენეჯერი (1998-2000); სარეკლამო სააგენტო "აუდიენციის" კომერციული დირექტორი და სარეკლამო დეპარტამენტის უფროსი (1996-1998).

ბექა ნაცვლიშვილი - „ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსი“

პარტიის თავმჯდომარე; მე-9 მოწვევის პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი - საარჩევნო ბლოკიქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო (2016-2020); ფრაქციის დამოუკიდებელი დეპუტატებიწევრი (2020 წლის ივნისიდან); თბილისის მუნიციპალიტეტის მე-5 მოწვევის საკრებულოს წევრი (2014 -2016); საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პოლიტიკის ანალიზისა და სტრატეგიული დაგეგმვის სამსახურის მრჩეველი (2012-2014); ევროკომისიის (ტემპუსი) სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი, პოლიტიკური ეკონომიკისა და პოლიტიკური სოციოლოგიის ლექტორი (2013 წლიდან);კავკასიის უნივერსიტეტის" ლექტორი (2013 წლიდან); საზოგადოების კვლევის ცენტრის მკვლევარი (2009-2014); "საქართველოს უნივერსიტეტი" პოლიტიკური მეცნიერების ლექტორი (2009-2011); "საქართველოს ტურისტული რესურსების კვლევის ცენტრის" დამფუძნებელი და პროექტის ხელმძღვანელი (2009-2010).

გლდანის ოლქი

ლევანობიაშვილი - „ქართული ოცნება“

სპორტსმენი - ფეხბურთელი; მე-9 მოწვევის პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი (2016-2020 წლები); ააიპ ფეხბურთის განვითარების ფონდი, გამგეობის წევრი (2016-2018 წლებში); საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, პრეზიდენტი (2015 -2020 წლებში); ბერლინის სკ „ჰერტას“ აკადემია, მენეჯერი (2014 - ); საფეხბურთო კლუბ „ჰერტას“ ფეხბურთელი (2010-2014 წლებში); საფეხბურთო კლუბ „შალკეს“ ფეხბურთელი (2003-2010 წლებში); საფეხბურთო კლუბ „ფრაინბურგის“ ფეხბურთელი (1998-2003 წლებში); საქართველოს ეროვნული ნაკრები - საფეხბურთო კლუბ „ალანიას“ ფეხბურთელი (1996-2001 წლებში); საფეხბურთო კლუბ "დინამო თბილისის“, საქართველოს 21-წლამდე ასაკის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი (1995-1998 წლებში); საფეხბურთო კლუბ „გორდას“, საქართველოს 19-წლამდე ასაკის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი (1993-1994 წლებში).

ნიკა მელია - „ნაციონალური მოძრაობა“; ოპოზიციური ერთობის შეთანხმებული კანდიდატი

ნაციონალური მოძრაობისპოლიტსაბჭოს წევრი; მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი 2016 წლიდან; 2019 წელს შეუწყდა დეპუტატის უფლებამოსილება 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის გამო; თბილისის მერიის მთაწმინდის რაიონის გამგებელი (2013-2014 ); აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებლო ბიუროს თავმჯდომარე (2010-2012); აღსრულების ეროვნული ბიუროს უფროსი (2009-2010).

გიგლა მიქაუტაძე - „ლელო საქართველოსთვის“

"გადასახადის გადამხდელთა კავშირის" აღმასრულებელი დირექტორი; ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) მკვლევარი; ლექტორი.

ლაშა გიორგაძე - „ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსი“

პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი; „საქართველოს მედია კლუბი - თავისუფლებისთვის“ - დამფუძნებელი; იურისტი, ჟურნალისტი.

საბურთალოს ოლქი

დავით სერგეენკო - „ქართული ოცნება“

პრემიერ-მინისტრის მრჩეველი (2019-დან); საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი (2018-2019); საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი (2012-2018); საჩხერის სამედიცინო ცენტრის გენერალური დირექტორი (2006-2012); "MediClubGeorgia"- სამედიცინო მენეჯერი (2002-2006); ჯოენის სამედიცინო ცენტრის ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი (1997-2006); საქართველოს სპორტის დეპარტამენტის სამედიცინო სამსახურის უფროსი (1995-1997); საქართველოს შეიარაღებული ძალების საავიაციო პოლკის ექიმი (1992-1993); რუსთავის სამშობიარო სახლის ექიმი-ნეონატოლოგი (1989-1992); სოხუმის ბავშვთა საავადმყოფოს ექიმი-ინტერნი (1987-1989).

ირაკლი ოქრუაშვილი - „გამარჯვებული საქართველო“, ოპოზიციური ერთობის შეთანხმებული კანდიდატი

ეკონომიკური განვითარების მინისტრი (2006-2007); თავდაცვის მინისტრი (2004-2006); შიდა ქართლის გუბერნატორი (2003-2004); საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი - ბლოკი სააკაშვილი - ნაციონალური მოძრაობა (22.04.2004-07.05.2004); საქართველოს გენერალური პროკურორი (2004); შს მინისტრი (2004); საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე (2001-2002) .

ბადრი ჯაფარიძე - ლელო საქართველოსთვის“

პოლიტიკური ორგანიზაციის "ლელო საქართველოსთვის" გენერალური მდივანი; "თიბისი ბანკის" დამფუძნებელი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე (1992-2019); "ამერიკის სავაჭრო პალატის დირექტორთა საბჭოს წევრი საქართველოში (2004 წლიდან); საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი (1990-1991).

ალეკო ელისაშვილი - „მოქალაქეები“

პარტია „მოქალაქეების“ დამფუძნებელი და თავმჯდომარე (2020-დან); “სამოქალაქო მოძრაობის“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი (2018-დან), დედაქალაქის მე-5 მოწვევის საკრებულოს წევრი, საბურთალოს დამოუკიდებელი მაჟორიტარი (2014-2017); 2017 წელს კენჭი იყარა თბილისის მერის არჩევნებში; შეწყალების კომისიის თავმჯდომარე (2014-2015); გაერთიანების „ტფილისის ჰამქარი“ დამფუძნებელი (2006-2012); ტელეკომპანია მაესტროს ჟურნალისტი (2008-2014); ტელეკომპანია „მაესტროს“ ჟურნალისტი (2007-2009); რადიო თავისუფლების ჟურნალისტი (2004-2007); სახელმწიფო რადიო ''პირველი არხის“', რადიო "ორის'' საინფორმაციო პროგრამებისა და "პიკის საათის" წამყვანი (1998).

თაკო ჩარკვიანი - „კანონი და სამართალი“/„სტრატეგია აღმაშენებელი“

პარტიის "კანონი და სამართალი" დამფუძნებელი და ლიდერი (2019 წლიდან); გაერთიანების "ძალა ერთობაშია" წარმომადგენელი (2020 წლის ივლისამდე); საარჩევნო ბლოკის - "სტრატეგია აღმაშენებელი" წარმომადგენელი (2020 წლის ივლისიდან).

ლევან გოგიჩაიშვილი - „ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსი“

მე-9 მოწვევის პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი - საარჩევნო ბლოკი „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ (2016-2020); ფრაქციის „დამოუკიდებელი დეპუტატები“ წევრი (2019 წლის დეკემბრიდან ); ა/პ „სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის“ გამგეობის თავმჯდომარე (2013 -2014); „თანასწორობის ინსტიტუტის“ გამგეობის წევრი (2006 -2009); სასჯელაღსრულების სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს წევრი (2014 -2016); პროექტ „სასამართლოს მონიტორინგის“ კოორდინატორი (2014).

სამგორის ოლქი

სოზარ სუბარი - „ქართული ოცნება“

„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს წევრი; პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონული განვითარების საკითხებში (2018-2020); საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი (2014-2018); სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი (2012-2014); საქართველოს სახალხო დამცველი (2004-2009); არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფლების ინსტიტუტი“ პროექტის (კანონის უზენაესობა) დირექტორი (2003-2004); კავკასიის ჟურნალისტთა საერთაშორისო ცენტრის დამფუძნებელი (2002); ”რადიო თავისუფლება, რადიო თავისუფალი ევროპის” კორესპონდენტი (1996-2003); გაზეთი ”კავკასიონის” რედაქტორი (1996-2000).

ლევან ხაბეიშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“; ოპოზიციური ერთობის შეთანხმებული კანდიდატი

თბილისის მუნიციპალიტეტის მე-6 მოწვევის საკრებულოს წევრი (2017 წლიდან) - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“; საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიისა და სარევიზიო კომისიის წევრი; თბილისი მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე (2013-2014); საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია - მთავარი სპეციალისტი (2012/2013); ისანი-სამგორის რაიონის გამგეობა - ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელი (2008-2011).

ფიქრია ჩიხრაძე - „ლელო საქართველოსთვის“

საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკური მდივანი (2015-2018); პოლიტიკური გაერთიანების „ახალი მემარჯვენეები“ თავმჯდომარე (2013-); საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი - საარჩევნო ბლოკი "მოქალაქეთა კავშირი" (1995-1999); საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი - საარჩევნო ბლოკი „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ (1999-2004); საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი - საარჩევნო ბლოკი „მემარჯვენე ოპოზიცია, მრეწველები, ახლები“ (2004-2008); საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი - საარჩევნო ბლოკი: „გაერთიანებული ოპოზიცია (ეროვნული საბჭო, მემარჯვენეები)“ (2008 წლის ივნისი); საქართველოს პოლიტიკური კლუბის წევრი (1994-1996); ყოველდღიური გაზეთის - "ივერია-ექსპრესის" მთავარი რედაქტორი (1994-1995).

ალექსანდრე რიჟამაძე - „ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსი“

კერძო სკოლის - "ივერია" მმართველი; საქველმოქმედო ფონდის "ცხოვრება მშვენიერია" წარმომადგენელი.

ისნის ოლქი

კახა კახიშვილი - „ქართული ოცნება“

პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში (2019-2020); მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი (2018-2019); საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი (2015-2018); სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველი მოადგილე (2014-2015); საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევის ცენტრის დირექტორი (2008-2014).

გიორგი ვაშაძე - „სტრატეგია აღმაშენებელი“; ოპოზიციური ერთობის შეთანხმებული კანდიდატი

„ახალი საქართველოს“ ყოფილი ლიდერი და გაერთიანების „ძალა ერთობაშია“ წევრი 2020 წლამდე; პარტიის „სტრატეგია აღმაშენებელი“ დამფუძნებელი; მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი ერთიანი ნაციონალურ მოძრაობა“ (2012-2016); იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე (2012 წელს); საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარე (2006 - 2010); 2017 წელს კენჭი იყარა დედაქალაქის მერის არჩევნებზე - „ერთობა ახალი საქართველოს“ მხარდაჭერით.

ლანა გალდავა - „ლელო საქართველოსთვის“

იურისტი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი; მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი თანამშრომელი; საქართველოს ციფრული ეკონომიკის ასოციაციის თანადამფუძნებელი.

რამაზ ბლუაშვილი - „ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსი“

მეცნიერების პოპულარიზაციის ფონდ “NOVA-ს დამფუძნებელი; ისტორიკოსი; მკვლევარი და რეჟისორი.

ნაძალადევის ოლქი

მიხეილ ყაველაშვილი - „ქართული ოცნება“

სპორტსმენი - ფეხბურთელი; მე-9 მოწვევის პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი (2016-2020), სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე (2016-2020); საზოგადოებრივი მაუწყებელი - საფეხბურთო ექსპერტი (2016); საქართველოში მსოფლიოს ფეხბურთელთა გაერთიანების (FIFPro) დამფუძნებელი და საპატიო პრეზიდენტი (2009 წლიდან); „გაზელი“ - ფეხბურთელი (2005-2006); „არაუ“ - ფეხბურთელი (2004-2005); „სიონი“ - ფეხბურთელი (2003-2004); „ლუცერნი“ - ფეხბურთელი (2002-2003); „ციურიხი“ - ფეხბურთელი (1999-2002); „გრასჰოფერი“ - ფეხბურთელი (1997-1999); „მანჩესტერ-სიტი“ - ფეხბურთელი (1995-1997); „ალანია-ვლადიკავკაზი“ - ფეხბურთელი (1994-1995); „დინამო თბილისი“ - ფეხბურთელი (1988-1995).

შალვა ნათელაშვილი - „ლეიბორისტული პარტია“; ოპოზიციური ერთობის შეთანხმებული კანდიდატი

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი; პარტიის თავმჯდომარე (1995-2014); თბილისის საკრებულოს წევრი (2006)​; საქართველოს პარლამენტის წევრი (2008-2012)​; თბილისის საკრებულოს წევრი (2002)​; საქართველოს პარლამენტის წევრი (1995-1999)​; საქართველოს პროკურატურის პროკურორი, უფროსი პროკურორი, საერთაშორისო ურთიერთობათა განყოფილების უფროსი (1983 - 1992); თბილისის მთაწმინდის რაიპროკურატურის გამომძიებელი (1982 - 1983); 2018 წელს კენჭი იყარა საპრეზიდენტო არჩევნებში - „ლეიბორისტული პარტიის“ მხარდაჭერით.

ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი - ლელო საქართველოსთვის“

პოეტი, სამოქალაქო აქტივისტი, ეკონომიკის მაგისტრი.

ზვიად თავაძე - „ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსი“

იურისტი, ადვოკატთა ასოციაციის წევრი; მსახიობი.

დიდუბე-ჩუღურეთის ოლქი

გიორგი ვოლსკი - „ქართული ოცნება“

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე; მე-9 მოწვევის პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი (2016-2020); მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (2012-2016); პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე (2019-2020); საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი (2019 წლის ვნისი-ნოემბერი); პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე (2016-2019); იყო საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საქართველოში გაერო- განვითარების ფონდის პროექტების მონაწილე (2007-2011); კონფლიქტების მოგვარების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე (2004−2006); საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი (2004−2006); საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის თანაშემწე საგანგებო საკითხებში - (2003−2004); საქართველოს მთავრობის წარმომადგენლის მოადგილე რუსეთის ფედერაციაში (1991−1993); საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების გამგის მოადგილე (1993 წელს) ; გაეროში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის უფროსი მრჩეველი, საგარეო საქმეთა სამინისტროს გაეროს სამმართველოს უფროსი, გაეროში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე (1993−2003).

ზურაბ ჯაფარიძე - „გირჩი“; ოპოზიციური ერთობის შეთანხმებული კანდიდატი

პარტია „გირჩის“ დამფუძნებელი და თავმჯდომარე (2016 წლიდან); მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი - საარჩევნო ბლოკი: ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - „მეტი სარგებელი ხალხს (2012-2016); თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი (2011 წლიდან); USAID-ის პროექტის "აივ პრევენცია საქართველოში" ტექნიკური ექსპერტი (2010 - 2011); ჟურნალის "ტაბულა" კოლუმნისტი (2010 -2012); შპს აბგ პროფსერვის გრუპის აღმასრულებელი დირექტორი (2008 - 2010); გაეროს მოსახლეობის ფონდის სამხრეთ კავკასიის პროექტის რეგიონული კოორდინატორი (2006 - 2008); საქართველოში ეუთოს მისიის სასწავლო პროგრამების ოფიცერი (2003-2006).

ლევან სამუშია - „ლელო საქართველოსთვის“

იურისტი, ადვოკატი; პარტია "თავისუფალი დემოკრატების" წევრი (2020 წლის აგვისტომდე).

გედევან ფოფხაძე - „ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსი“

მე-9 მოწვევის პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი - საარჩევნო ბლოკიქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო (2016-2020); ფრაქციის დამოუკიდებელი დეპუტატები მდივანი (2019 წლის დეკემბრიდან ); მე-8 მოწვევის პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი - საარჩევნო ბლოკი: „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“ (2012-2016); კ/ "ატორნეის" იურისტი (2008 -2011); ბორჯომის რაიონის საკრებულოს წევრი (2006 -2008); ბორჯომის რაიონის გამგებელი (2003); ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარე (2002-2003); საქართველოს იუსტიციის საბჭოს კონსულტანტი (2001-2002).

ანა დოლიძე - მოძრაობა "ხალხისთვის"

დამფუძნებელი (2020 წლის მაისში); იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი (2020 წლის ივნისამდე); საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი (2016-2018); ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე (2004-2006).

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG