Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ ემზადება დიპლომატიური დაპირისპირებისთვის გაეროში ირანისთვის სანქციების აღდგენის მიზნით


კენჭისყრა გაეროს უშიშროების საბჭოში ირანის წინააღმდეგ იარაღის ემბარგოს ვადის გახანგლივების გამო
კენჭისყრა გაეროს უშიშროების საბჭოში ირანის წინააღმდეგ იარაღის ემბარგოს ვადის გახანგლივების გამო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ 19 აგვიტოს განაცხადა, რომ აშშ „მალე“ შეეცდება აღდგეს ირანის წინააღმდეგ გაეროს საერთაშორისო სანქციები, რაც ირანთან 2015 წელს ბირთვული შეთანხმების აღსასრულს ნიშნავს, რასაც მოჰყვება გაეროს უშიშროების საბჭოს კრიზისი.

აშშ-ის მხრიდან ამ ნაბიჯის გადადგმის თარიღი არ არის ცნობილი, მაგრამ 20 აგვიტოს პომპეო გაეროს ნიუ- იორკის შტაბბინაში უნდა მივიდეს, რათა ამცნოს უშიშროების საბჭოს, რომ სურს აამოქმედოს ირანთან მიღწეული ბირთვული შეთანხმების და მისი მხარდამჭერი, 2231-ე რეზოლუციის შემადგენელი მექანიზმი, რომელიც ირანისთვის ადრინდელი სანქციების აღდგენის შესაძლებლობას იძლევა იმ შემთხვევაში, თუ ირანი სერიოზულად დაარღვევს შეთანხმების პირობებს. ამასთან, მექანიზმს აქვს განსაკუთრებული მახასიათებელი, რომ რომელიმე მონაწილის ამგვარი გადაწყვეტილება, სურვილი, თეირანისთვის ადრინდელი სანქციების აღდგენისა, ვეტოს არ ექვემდებარება.

აშშ-ის სადავო მცდელობა, კვლავ დაწესდეს ირანისთვის სანქციები, მოჰყვა გაეროს უშიშროების საბჭოში 14 აგვისტოს კენჭისყრას, ირანის წინააღმდეგ მოქმედი იარაღი ემბარგოს ვადის გახანგძლივების შესახებ. ემბარგოს ვადა ოქტომბრებში იწურება.

აშშ-მა დაიპირა, რომ არ დაუშვებს ირანის იარაღის ემბარგოს ვადის დასრულებას, როგორც ეს გათვალისწინებულია ბირთვული შეთანხმების თანმხლები რეზოლუციით. დიპლომატიურმა დარტყმამ ცხადყო, რამდენად იზოლირებულია აშშ გაეროში ამ საკითხში. მისი ინიციატივით შესული რეზოლუცია ვერ გავიდა, მას მხარი მხოლოდ დომინიკანელთა რესპუბლიკამ დაუჭირა, რუსეთი და ჩინეთი წინააღმდეგი იყვნენ, ხოლო 11-მა დანარჩენმა წევრმა, მათ შორის, ევროპელი მოკავშირეებმა, თავი შეიკავეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG