Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„დინამო თბილისი“ ჩემპიონთა ლიგას პირველივე თამაშით გამოეთიშა


დინამო თბილისი
დინამო თბილისი

უეფას ჩემპიონთა ლიგაზე 2020-2021 წლების გათამაშების საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები დაიწყო და საქართველოსთვის ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის კარი სტარტზევე დაიკეტა - „დინამო თბილისი“ შეჯიბრებას პირველივე წრიდან გამოეთიშა.

საქართველოს ჩემპიონმა თბილისში, „დინამოარენაზე“ უმასპინძლა ალბანეთის „ტირანას“ და დამარცხდა, ანგარიშით 0:2. ალბანელები მეორე წრეში სერბეთის „ცრვენა ზვეზდას“ მიიღებენ. „დინამო თბილისი“ კი უეფას ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გააგრძელებს თამაშს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG