Accessibility links

ბაჩალიაშვილის ცხედრის აღმოჩენის ადგილას საგამოძიებო ექსპერიმენტი ტარდება


თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მაწევანის ტერიტორიაზე, გარდაცვლილი 23 პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის ცხედრის აღმოჩენის ადგილას, საგამოეძიებო ექსპერიმენტი მიმდინარეობს.

ექსპერიმენტს გამომძიებლებლთან ერთად ესწრებიან ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები. მამა, ჯუმბერ ბაჩალიაშვილი და ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი.

ექსტერიმენტის დაწყებამდე ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ პროცესი 24 საათს გასტანს, რომლითაც ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე არსებულ კითხებს პასუხი გაეცემა.

„ტემპერატურა გაიზომება ავტომობილში, აგრეთვე გაიზომება ის, თუ როგორ მდგომარეობაში იყო ცხედარი. ეს არის 24-საათიანი ექსპერიმენტი. ეს ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ დადასტურდეს ჭეშმარიტება. დეტალებზე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ვერ ვისაუბრებ“, - განაცახდა მიხეილ რამიშვილმა.

მისი ინფორმაციით, ადგილზე მიიყანენ ისეთსავე ავტომობილს, როგორშიც გარდაცვილი თამარ ბაჩალიასვილი იპოვეს.

„უნდა შემოვიდეს ავტომობილი, რომელ ავტომობილშიც იყო თამარ ბაჩალიაშვილი და იმ გზით უნდა შემოვიდეს რა გზითაც ვითომ შემოვიდა. ეს მანქანა შემოყვანილი იყო და ამას ჩვენ დავადასტურებთ სატელიტური სურათების მეშვეობით", - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა რამიშვილმა.

23 წლის პროგრამისტი, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. 4-დღიანი ძებნის შემდეგ იგი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ მაწევანის ტერიტორიაზე, დაუსახლებელ ადგილას, სამანქანო გზიდან რამდენიმე ათეული მეტრის დაშორებით მდგარ საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. საქმის გამოძიება თავდაპირველად თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის კვალიფიკაციით მიმდინარეობდა, ცხედრის პოვნიდან მეორე დღეს, 24 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს დაემატა თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლიც.

ბაჩალიაშვილის ოჯახი შინაგან საქმეთა სამინისტროს არ ენდობა, არ სჯერა შვილის თვითმკვლელობის ვერსიისა და საქმის სრულად პროკურატურისთვის გადაბარებას ითხოვდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG