Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევიდან 1 აფხაზეთიდანაა


საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 9 ახალი პაციენტიდან ერთი ოკუპირებული აფხაზეთიდანაა. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ მედიას აცნობა, რომ ეს პაციენტი სამედიცინო პერსონალის წარმომადგენელია.

დღეს დილით დადასტურებული 9 ახალი შემთხვევიდან 4 მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერს უკავშირდება, 3 შემოტანილია, 1-ის ინფიცირების წყაროს დასადგენად კი კვლევა გრძელდება.

მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ამჟამად საქართველოს კოვიდ-ცენტრებში მკურნალობენ 245 პაციენტს. მათგან 6-ის მდგომარეობა კრიტიკულია, 22-ის მძიმე, დანარჩენების კი - საშუალო და მსუბუქი.

20 აგვისტოს დილის მონაცემებით, დადასტურებულია კორონავირუსის სულ 1370 შემთხვევა. მათგან გამოჯანმრთელებულია 1108. COVID-19-ით გარდაცვლილია 17 ადამიანი.

საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში - აფხაზეთში, დე ფაქტო მთავრობას დადასტურებული აქვს კორონავირუსის 221 შემთხვევა, ხოლო ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობას - 89.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG