Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთავრობა ფერმერებს სტიქიით დაზიანებულ ნერგებს ჩაუნაცვლებს


საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, იმ ფერმერებს, რომლებსაც სტიქიური უბედურების შედეგად ნერგები გაუნადგურდათ მთავრობა ახალ და უფრო ხარიასხიან ნერგებს უფასოდ მიაწვდის. ინიციატივის შესახებ პრემიერმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

გიორგი გახარიას თქმით, ეს ინიციატივა შეეხება ვაზის ნერგებსაც. ინიციატივა განხორციელდება სოფლის მეურნეობის პროგრამის „დანერგე მომავალი"-ს ფარგლებში.

„ეს მისცემს შესაძლებლობას ქართველ ფერმერს, რომელსაც სტიქიის გამო დაუზიანდა ან გაუნადგურდა ნერგები, მიიღოს სახელმწიფოსგან ახალი უფრო ხარისხიანი ჯიშები, იმისთვის, რომ მან აღადგინოს თავისი მრავალწლოვანი ბაღები და რაც მთავარია, ეს შეეხება ვაზსაც და ამით სოფლის მეურნეობის სამინისტრო დაეხმარება ფერმერებს ჩაანაცვლოს უფრო ეფექტური, მაღალი ღირებულების ვაზის ჯიშები, იმ ჯიშების ნაცვლად, რომელიც მოჭარბებულად არის საქართველოში - მაგალითად, რქაწითელი, იმ შემთხვევაში, თუ მას ასეთი სურვილი ექნება“,- განაცხდა გიორგი გახარიამ.

მისი განმარტებით, პროგრამა დაიწყება წელს, 15 ივლისის შემდგომ დაზარალებული გლეხებისთვის და შემდგომაც გაგრძელდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG