Accessibility links

ბავშვების დახმარების პროგრამაში რეგისტაციისას ფინანსური სარგებლის მიღებას შესაბამისი უწყებები შეისწავლიან


საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობის მიერ გამოცხადებული ბავშვების დახმარების პროგრამაში რეგისტაციისას შესაძლო სამართლებრივი პრობლების გამოკვეთის შემთხვევებს შესაბამისი უწყებები მიხედავენ.

„ქვეყანაში გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ცდილობენ ფინანსური და ზოგ შემთხვევაში პოლიტიკური სარგებელი მიიღონ, რომ ბავშვებს და მათ მშობლებს დაეხმარონ იმ დახმარების მიღებაში, რომელიც მათ სახელმწიფოსგან ეკუთვნით. დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენ ჩვენს მოქალაქეებთან არანაირი შუამავლები არ გვჭირდება და მიუხედავად იმისა, რომ აქ იკვეთება პირველ რიგში მორალური პრობლემა, თუმცა ფიზიკური პირების შემთხვევაში სამართლებრივი პრობლემაც შეიძლება იყოს, ამას შესაბამისი უწყებები მიხედავენ. ჩვენს თითოეულ მოქალაქეს, განსაკუთრებით მათ, ვისაც ჯერ კიდევ ენის ბარიერი გააჩნიათ, მინდა ვუთხრა, რომ ნებისმიერი სახელმწიფო ორგანო, სოციალური სააგენტოები, „ლიბერთი ბანკი“ და ნებისმიერი ადგილობრივი მუნიციპალური დაწესებულება, ყველანაირი ფინანსური სარგებლის გარეშე დაეხმარება მათ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ბავშვების მხარდაჭერის სოციალურ პროგრამაში 600 868 ბავშვია დარეგისტრირებული.

15 აგვისტოს ამოქმედდა სოციალური მომსახურების სააგენტოს სპეციალური ონლაინპორტალი 17 წლამდე ასაკის პირებისთვის გამოყოფილი 200-ლარიანი დახმარების მისაღებად საჭირო რეგისტრაციისთვის. მთავრობამ ეს გადაწყვეტილება კორონავირუსის პანდემიის შედეგად მიღებული ზიანის შემსუბუქების მიზნით ახსნა.

მთავრობის ადმინისტრაციის განმარტებით, მოქალაქეებმა რეგისტრაციასთან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემის შემთხვევაში, მუნიციპალიტეტს უნდა მიმართონ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG