Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთავრობა ონკოპაციენტების მკურნალობის დაფინანსების 8 ათასი ლარით გაზრდას გეგმავს


პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობა აპირებს ონკოპაციენტების მკურნალობისთვის საჭირო ფინანრული დახმარების 8 ათასი ლარით გაზრდას. ეს, მისი სიტყვებით, პაციენტებს მკურნალობის სრული კურსის ჩატარების საშუალებას მისცემს.

„იყო პრობლემა, როდესაც სიმსივნის გამოვლენის შემთხვევაში ჩვენს მოქალაქეებს მკურნალობის თანხის ჯიბიდან გადახდა უწევდათ. დარწმუნებული ვარ, მივიღებთ გადაწყვეტილებას ამ პროგრამის 8000 ლარით გაზრდის, რაც ფაქტობრივად თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, რომელიც ებრძვის ამ მძიმე სენს მისცემს შესაძლებლობას ჩაიტაროს მკურნალობის სრული კურსი, ყველანაირი პირადი გადასახადების გარეშე. სამწუხაროდ, დღეს ამ პროგრამით საქართველოს 1974 მოქალაქე სარგებლობს და ამ ადამიანებისთვის ეს იქნება უაღრესად მნიშვნელოვანი მხარდაჭერა,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე.

ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, საქართველში 38 ათასზე მეტი ონკოპაციენტია. პროგრამაში ჩართულ პაციენტს მედიკამენტებს დაუფინანსებენ.

„ეს ეხება იმ მნიშვნელოვან პრეპატარებს, რომელიც თანამდეროვე მიდგომებით და ძალიან ეფექტრი გამოსვალებით ხასიათდებიან. ამ პრეპარატებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას ვგეგმავთ. დღემდე ფინანსებოდა ამ მედიკამენტების გამოყენების მხოლოდ გარკვეული ეტაპი და ძალიან ხშირი იყო ისეთ შემთხვევბი, როდესაც ჩვენ მოქალაქეებს საბოლოოო ეტაპზე არ ჰქონდათ ხელმისაწვდომობა ამ პრეპარატებზე და მათ მათ უწევდათ ჯიბიდან გადახდა, რაც იყო ძალიან რთული“,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მისი განმარტებით, 8 ათასი ლარი არის თანხის ის ოდენობა, რომელიც პროგრამის სრული შესრულებისთვის არის საჭირო და სწორედ ამიტომ განისაზღვრა თანხის ეს ოდენობა.

XS
SM
MD
LG