Accessibility links

ბელარუსელი სპორტსმენები ლუკაშენკას ნაკრებიდან წასვლით ემუქრებიან


პროტესტის მონაწილეები მინსკში. 16 აგვისტო

ბელარუსში მიმდინარე სახალხო პროტესტს ცნობილი სპორტსმენებიც შეუერთდნენ. ქვეყნის სპორტულმა საზოგადოებამ მოამზადა საგანგებო წერილი, რომელსაც ხელი უკვე მოაწერა სამასამდე სპორტსმენმა და სხვადასხვა ფედერაციის წარმომადგენელმა.

„კატეგორიულად ვგმობთ ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაყალბების მრავალრიცხოვან ფაქტს და მშვიდობიანი პროტესტანტების წინააღმდეგ ძალადობას. მოვითხოვთ გაუქმდეს დაფიქსირებული შედეგი და გაიმართოს ახალი, სამართლიანი არჩევნები. სასწრაფოდ გაათავისუფლონ მშვიდობიანი აქციების დროს დაკავებულები და პოლიტპატიმრები”, - წერია სპორტსმენთა განცხადებაში.

თუ ეს მოთხოვნები არ შესრულდება და განცხადებაზე ხელმომწერთა მიმართ იქნება მუქარა და რაიმე სახის ზეწოლა, სპორტსმენები უარს იტყვიან ქვეყნის სახელით გამოსვლაზე და მათი უფლებების დარღვევის ფაქტების შესახებ აცნობებენ საერთაშორისო სპორტულ ორგანიზაციებს”.

წერილის ხელმომწერთა შორის არიან ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონები და ოლიმპიური თამაშების პრიზიორები: მოკრივე დმიტრი ასანოვი, მოცურავე ალექსანდრა გერასიმენია, მძლეოსნები ანდრეი კრავჩენკო, ოლგა მაზურიონოკი, მარინა არზამასოვა და ელვირა გერმანი, ფრისტაილერები ანა გუსკოვა და ალექსანდრა რომანოვსკაია, ტანმოვარჯიშე ნატალია ლეშჩიკი და სამბისტი სტეპან პოპოვი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG