Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო: მიმდინარე კვირაში მინიმუმ 45 მიგრანტი დაიღუპა ლიბიის ნაპირებთან


მიმდინარე კვირაში მინიმუმ 45 ადამიანი, მათ შორის ხუთი ბავშვი, დაიღუპა ლიბიის ნაპირებთან ხომალდის ჩაძირვის შედეგად. ამის შესახებ გაეროს ლტოლვილთა საკითხების უმაღლესმა კომისარმა და მიგრანტთა საერთაშორისო ორგანიზაციამ განაცხადეს.

განცხადების თანახმად, ეს იყო წელს მიგრანტების დაღუპვის ყველაზე დიდი შემთხვევა ლიბიის ნაპირებთან. ტრაგედია 17 აგვისტოს მოხდა. მეთევზეებმა შეძლეს 37 მიგრანტის გადარჩენა. ისინი ძირითადად სენეგალიდან, მალიდან, ჩადიდან და განიდან არიან. ნაპირზე მიყვანის შემდეგ ისინი დააპატიმრეს.

გაეროს ორმა უწყებამ სახელმწიფოებს მოუწოდა, გაზარდონ რეაგირების შესაძლებლობები მიგრანტებთან დაკავშირებით, რომლებიც სახიფათო გზას გადიან ომით მოცული ლიბიიდან ევროპისკენ.

მთლიანობაში წელს ხმელთაშუა ზღვის მთავარ მარშრუტზე 302 ადამიანი დაიღუპა.

წელს ევროკავშირი შეთანხმდა, ბოლო მოუღოს მიგრანტთა ტრეფიკინგის არაადამიანურ პრაქტიკას და სადაზვერვო თვითმფრინავის ნაცვლად რეგიონში განათავსოს სამხედრო გემები, რათა შეინარჩუნოს ლიბიისთვის დაწესებული იარაღის ემბარგო, რომელიც ფართოდ ირღვევა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG