Accessibility links

site logo site logo

ფსბ: უკრაინის სპეცსამსახურებმა მოსკოვის ოლქში სცადეს მოეტაცათ „დონბასის სახალხო ლაშქრის ერთ-ერთი ლიდერი“


ფსბ-ს შენობა მოსკოვში

ფსბ-მ განაცხადა, რომ დაკავებულია რუსეთის შვიდი მოქალაქე, რომლებიც უკრაინის სპეცსამსახურების დაკვეთით ცდილობდნენ მოსკოვის ოლქში მოეტაცათ „დონბასის სახალხო ლაშქრის ერთ-ერთი ლიდერი“. ცნობაში არაა ნახსენები, ვის მოტაცებას აპირებდნენ. ცნობილია, რომ მოსკოვში ცხოვრობს სეპარატისტების ჯარების ყოფილი მეთაური იგორ სტრელკოვი.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსების ჯგუფი ივლისში „ვითომ უძრავი ქონების შეძენის საბაბით“ შეხვდა დაზარალებულს მოსკოვის ოლქში. მის წინააღმდეგ მანქანაში ელექტროშოკერი გამოიყენეს, მაგრამ მან „აქტიური წინააღმდეგობა გაწია და შეძლო მანქანის დატოვება.“

ფსბ-ს ცნობით, მოტაცების ორგანიზატორები არიან უკრაინელები ანდრი ბაიდალა და იჰორ მიშჩენკო, რომლებიც მოქმედებდნენ უკრაინის უშიშროების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უფროსის, ალექსანდრ რუსნაკის ხელმძღვანელობით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG