Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კომუნიკაციების კომისია არჩევნების წინ მედიასაშუალებებისთვის წესებს ცვლის


კომუნიკაციების ეროვნული კომისია საპარლამენტო არჩევნებამდე 2 თვით ადრე მედიასაშუალებებისთვისწინასაარჩევნო პერიოდში შესასრულებელ წესებს ცვლის. სხდომა კომისიაში ახლა იმართება.

ცვლილებების პროექტის მიხედვით, საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობის ნაწილი არამხოლოდ მაუწყებლებზე, არამედ ონლაინ და ბეჭდურ მედიაზეც შეიძლება გავრცელდეს. სწორედ ასე განმარტავს სიტყვა "მედიას" "სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ" კანონი.

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა სხდომაზე განმარტა, რომ დოკუმენტში "მედიის" ჩანაწერის გაჩენით არ იგეგმება ონლანმედიის რეგულირების სფეროში შესვლაზეც.

კიდევ ერთი ცვლილება, რომელიც ამ დადგენილებაში შედის მაუწყებლების ეთერში ფასიანი და უფასო რეკლამის განთავსებას ეხება. დოკუმენტით, აიკრძალება არჩევნებამდე 50-ე დღეზე ადრე პოლიტიკური რეკლამის განთავსება. კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილების მიხედვით, პოლიტიკური რეკლამის განთავსება მაუწყებლებს არასაარჩევნო პროცესშიც ეკრძალებათ, თუმცა მათ მსგავსი მომსახურების გაწევა არჩევნების თარიღის გამოცხადების დღიდანვე შეეძლოთ.

ცვლილებების პროექტს "კოალიცია მედია ადვოკატირებისთვის" პრობლემურად აფასებს და კომუნიკაციების კომისიას მოუწოდებს "გადახედოს პროექტს და შექმნას სივრცე წინასაარჩევნო და საარჩევნო პროცესებში მედიის მონაწილეობის თავისუფლების და თავისუფალი მედიაგარემოსთვის".

"მიგვაჩნია, რომ პროექტის აღნიშნული სახით მიღებამ შესაძლოა წარმოქმნას მნიშვნელოვანი ხარვეზები და გახდეს ახალი საფრთხე პლურალისტული მედიაგარემოსთვის საქართველოში. ამავე დროს, ზიანი მიაყენოს კომისიის, როგორც საარჩევნო პროცესების გაშუქებაზე დამოუკიდებელი მონიტორის რეპუტაციას", - ვკითხულობთ განცხადებაში.

საკითხზე გადაწყვეტილებას კომუნიკაციების კომისია 27 აგვისტოს გამოაცხადებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG