Accessibility links

"ევროპული საქართველოს" ახალციხის ორგანიზაციას თავმჯდომარე აღარ ჰყავს


ახალციხე

ახალციხეში დასრულდა „ევროპული საქართველოს“ ადგილობრივი ორგანიზაციისა და პარტიის პოლიტსაბჭოს წევრების შეხვედრა.

„ევროპული საქართველო“ დატოვეს იმ წევრებმა, რომლებიც საპარლამეტო არჩევნებში მხარს უჭერენ „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს, ვაჟა ჩიტაშვილს. მათ შორისაა ახალციხის ორგანიზაციის თავმჯდომარე გელა დემეტრაძე, რომელიც ამბობს, რომ ვაჟა ჩიტაშვილის საარჩევნო შტაბს შეუერთდება.

„ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს წევრის, ზურაბ ჩილინგარაშვილის განცხადებით, გელა დემეტრაძეს პარტია არ დაუტოვებია, მას პარტია დაატოვებინეს. „ევროპული საქართველოს“ წევრის, ლევან თარხნიშვილის ინფორმაციით, პარტია ახალციხის ორგანიზაციის ახალ თავმჯდომარეს რამდენიმე დღეში დაასახელებს, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს კი თვის ბოლოს წარადგენს.

„ევროპული საქართველოს“ წევრმა, ვაჟა ჩიტაშვილი პარტია 3 აგვისტოს დატოვა და შეუერთდა „ნაციონალურ მოძრაობას“, რომელმაც ის დაასახელა ახალციხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG