Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ქართული ოცნება": აბასთუმანში ტაძრის მშენებლობას ივანიშვილის ოჯახი დააფინანსებს


"ქართული ოცნების" ინფორმაციით, აბასთუმანში ფერისცვალების სახელობის ტაძარის მშენებლობას პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ოჯახი დააფინანსებს. ტაძრის ადგილის კურთხევას ბიძინა ივანიშვილი ცოლთან, ეკატერინე ხვედელიძესთან ერთად დაესწრო.

"25 წლის განმავლობაში, ფონდი "ქართუს" დაფინანსებით 900-მდე ეკლესია-მონასტერს ჩაუტარდა რესტავრაცია-რეაბილიტაცია. მხოლოდ წელს, სარესტავრაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები 87 ეკლესია-მონასტერში მიმდინარეობს", - აცხადებენ პარტიაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG