Accessibility links

საქართველოში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევაა


გასული 24 საათის განმავლობაში, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურდა კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა. ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 1385-მდე გაიზარდა.

სამთავრობო საიტ stopcov.ge-სა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საიტებზე 21 აგვისტოს, დილით განახლებული მონაცემების მიხედვით, კორონავირუსისგან განიკურნა კიდევ 20 პაციენტი. სულ გამოჯანმრთელებულია 1128.

საქართველოში COVID-19-ით გარდაცვლილია 17 ადამიანი.

21 აგვისტოს დილის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმშია 6903 და სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 278.

საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში - აფხაზეთში, დე ფაქტო მთავრობას დადასტურებული აქვს კორონავირუსის 224 შემთხვევა, ხოლო ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობას - 89.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG