Accessibility links

კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევიდან 4 ლენჯერს უკავშირდება


საქართველოში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევიდან 4 მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერს უკავშირდება, 3 შემოტანილია, 6-ს კონტაქტი ჰქონდა მანამდე ინფიცირებულ პირებთან, 2 შემთხვევაში კი წყარო ჯერჯერობით უცნობია და კვლევა გრძელდება. ამის შესახებ მედიას აცნობა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ.

დღეს დილით, კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევის დადასტურების შემდეგ, ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 1385-მდე გაიზარდა. ბოლო 24 საათში განიკურნა 20 პაციენტი. სულ გამოჯანმრთელებულია 1128. საქართველოში COVID-19-ით გარდაცვლილია 17 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG