Accessibility links

თელავში გაიხსნა რთვლის საკოორდინაციო შტაბი


კახეთში მოახლოებული რთვლის გამო, თელავში საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა. წელს საქართველოს მთავრობამ აღადგინა რამდენიმე წლის წინ შეჩერებული სუბსიდირების პროგრამა და ეს გადაწყვეტილება ახსნა კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისის გამო ფერმერების და მეღვინეების დახმარების აუცილებლობით. სუბსიდირება ეხება რქაწითლის და კახური მწვანის ჯიშის ყურძენს.

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა შტაბის გახსნისას თქვა, რომ პანდემიის გამო შექმნილი პრობლემების მიუხედავად 30-ზე მეტი ქარხანა უკვე დარეგისტრირდა: „იმედი გვაქვს, ეს პროცესი კიდევ გაგრძელდება. სუბსიდიის თანხა ერთ კილოგრამ ყურძენზე 30 თეთრს შეადგენს მათთვის, ვინც 1000 ტონაზე მეტ ყურძენს ჩაიბარებს. თუკი ამ მიმართულებით შეფერხება იქნება, ჩვენ რეზერვში გვყავს სახელმწიფო საწარმოები. რაც შეეხება საფერავს, ამას სეგმენტი თავად ითვისებს.

წელს პირველად ყურძნის ჩაბარების პროცესს ქარხნებში დამონტაჟებული ვიდოკამერებით დააკვირდებიან.

კოვიდის გამო, გაყიდვები შეგვიმცირდა, მაგრამ დიდი იმედი გვაქვს, რომ იმ პერიოდში, როდესაც ახლოვდება რთველი, გარკვეული აქტივობა ქართველი ტურისტების იქნება. დაახლოებით 1000-1500 ტონა ყურძნის მიღებას შევძლებთ იმ ფერმერებისგან, ვისთანაც წლების მანძილზე ვთანმშრომლობთ, – უთხრა რადიო „ჰერეთს“ კომპანია „შუმის“ გენერალურმა დირექტორმა აკაკი ცოფურაშვილმა.

წინასწარი პროგნოზით, წელს კახეთში 300 ათასი ტონა ყურძნის მოსავალს ელოდებიან. რთვლის შტაბს ღვინის ეროვნული სააგენტოს დირექტორი, ლევან მეხუზლა ხელმძღვანელობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG