Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევიდან არც ერთი მძიმე არ არის


22 აგვისტოს საქართველოში გამოვლენილი Covid 19-ის 9 ახალი შემთხვევიდან 4 არის კონტაქტი დადასტურებულ შემთხვევასთან, 1 სამედიცინო პერსონალია, 3 შემოტანილი შემთხვევაა, ხოლო 1 შემთხვევაზე ეპიდემიოლოგიური კვლევა გრძელდება, წყარო ამ ეტაპზე უცნობია, - განაცხადა 22 აგვისტოს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.

მისივე ინფორმაციით, დღეს საქართველოს კოვიდ ცენტრებში მკურნალობს 245 პაციენტი.

მათგან კრიტიკულად მძიმე 5 ავადმყოფია, მძიმე 23 ავადმყოფი. დანარჩენები არიან საშუალო სიმძიმის, შედარებით მცირე ნაწილი არის მსუბუქი და ძალიან მცირე ნაწილი უსიმპტომო ავადმყოფი.

22 აგვისტოს დადასტურებული 9 ახალი შემთხვევიდაბ ამ ეტაპზე არც ერთი ადამიანის მდგომარეობა მძიმე არ არის.

მარინა ეზუგბაია ასევე გამოეხმაურა ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრში სტაციონალური პაციენტების მიღების შეწყვეტის ფაქტს და განაცხადა, რომ როგორც კი ცენტრში მივა დასტური იმისა, რომ მათ შეეძლებათ საკუთარი დივიდენდებიდან300 000 ლარი გამოიყენონ გადაუდებელი სამუშაოებისთვის, პაციენტების მიღებაც აღდგება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG