Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ყველაფერი იქნება ნორმალურად“, - გახარია ხვიჩა მღებრიშვილის პატიმრობაზე


Georgia -- Giorgi Gakharia. 31May2020
Georgia -- Giorgi Gakharia. 31May2020

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია საოკუპაციო ხაზთან დაკავებული ხვიჩა მღებრიშვილისთვის ცხინვალის სასამართლოს მიერ პატიმრობაში დატოვების ფაქტს „სამწუხარო ფაქტად“ აფასებს და აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობა ყოველდღიურად მუშაობს საერთაშორისო პარტნიორებთან იმისათვის, რომ მაქსიმალურად გამოიყენონ ყველა ის ინსტრუმენტი, რომელიც მთავრობას გააჩნია:

„აქტიურად ვმუშაობთ ამაზე და ყველაფერი იქნება ნორმალურად“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ 3 თვით პატიმრობა მიუსაჯა მეჯვრისხეველ ხვიჩა მღებრიშვილს. ის დამნაშავედ ცნეს ე.წ. სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში.

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მცხოვრები ხვიჩა მღებრიშვილი 3 ივლისს დააკავეს. მას ე.წ საზღვრის დარღვევის გარდა ბრალად დასდეს "წითელ წიგნში" შეტანილი იშვიათი სახეობების მოპოვების მცდელობა.

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტმა მღებრიშვილის "ვიდეოაღიარებაც" გაავრცელა, რომლის მიხედვით, ის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ღამურების დასაჭერად იყო გადასული და ამისთვის 5 ათასიდან 10 ათას დოლარამდე ჰპირდებოდნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG