Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტიქია ლაგოდეხში: დატბორილია  სახლები, მაღაზიები და ქუჩები


რამდენიმესაათიანი გადაუღებელი წვიმის შედეგად, ქალაქ ლაგოდეხში, ზაქათლის, ქიზიყის და 300 არაგველის ქუჩებზე, 10-მდე საცხოვრებელი სახლის პირველი სართული დაიტბორა.

წყალი შევარდა ქალაქის ერთ-ერთი მაღაზიაშიც, სადაც ბოსტნეული და საყოფაცხოვრებო ნივთები იყიდებოდა. დაზიანდა ავეჯი, ელექტროტექნიკა და საყოფაცხოვრებო ნივთები.

ადგილობრივების თქმით, უკვე წლებია სანიაღვრე არხების გაწმენდას ითხოვენ, თუმცა მათ ყურადღებას არავინ აქცევს.

ძლიერმა წვიმამ ბოლო ორი კვირის განმავლობაში უკვე მეორედ დატბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და საკარმიდამო ნაკვეთები სოფლებში პატარა გორი, მსხალგორი და ბაისუბანი. აქაც ადგილობრივები ფიქრობენ, რომ მიზეზი გაუწმენდავი სანიაღვრე არხებია და პასუხისმგებლობას მერიის შესაბამის სამსახურებს აკისრებენ.

აგვისტოში კახეთში ხშირად წვიმს. წელსაც სტიქიამ სხვადასხვა მუნიციპალიტეტი რამდენჯერმე დააზარალა. აგვისტოს დასაწყისში თელავის სოფლებში ქარმა სახლებს სახურავი გადახადა.

სინოპტიკოსების პროგნოზით, აღმოსავლეთ საქართველოში უამინდობა 24 აგვისტომდე გაგრძელდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG