Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალექსეი ნავალნი ბერლინის საავადმყოფოში ჩაიყვანეს


სამედიცინო თვითმფრინავი, რომელშიც რუსი ოპიზიციონერი პოლიტიკოსი, ალექსეი ნავალნი იმყოფება, ბერლინის აეროპორტში დაეშვა. იქიდან ნავალნი გადაიყვანეს „შარიტეს“ საავადმყოფოში, რომელიც ცენტთან ახლოს მდებარეობს.

ალექსეი ნავალნი 20 აგვისტოს ქალაქ ტომსკიდან მოსკოვში ბრუნდებოდა, როცა მოულოდნელად ცუდად გახდა. ის აეროპორტში დაჯდომისთანავე გადაიყვანეს საავადმყოფოში.

„კორუფციასთან ბრძოლის ფონდის“ ხელმძღვანელი და ვლადიმირ პუტინის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე კრიტიკოსი, ალექსეი ნავალნი, კომატოზურ მდგომარეობაშია. რუსეთსა და მის ფარგლებს გარეთ კი უკვე გაჩნდა ვერსია იმის თაობაზე, რომ იგი მოწამლეს.

ომსკში ჩასულმა გერმანელმა ექიმებმა ნავალნი გასინჯეს და მისი ტრანსპორტირება შესაძლებლად მიიჩნიეს.

„კორუფციასთან ბრძოლის ფონდის“ ხელმძღვანელის მდგომარეობა სტაბილურია, იუწყება გერმანული მედია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG