Accessibility links

ამბროლაურის რაიონში ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს


ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭელიაღელეში, საკუთარ სახლთან გარდაცვლილი იპოვეს ახალგაზრდა მამაკაცი.

შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით არის დაწყებული.

უწყებაში აცხადებენ, რომ პოლიცია ამ ეტაპზე ეძებს რამდენიმე პირს, რომლებიც, შესაძლოა, მონაწილეობდნენ მკვლელობაში.

ამ წუთებში ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG