Accessibility links

პანკისში, შორტების ტარების გამო მამა-შვილზე მოძალადეებს ბრალი წარედგინათ


პროკურატურამ პანკისში დისკრიმინაციის მოტივით ჩადენილი, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების და წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჯგუფურად ცემისთვის სამ პირს, ი.ფ-ს, ა.ბ-ს და ა.ი-ს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 8 აგვისტოს, ახმეტის რაიონის სოფელ ყვარელწყალში, ი.ფ. ფიზიკურად გაუსწორდა შორტებში ჩაცმულ ნ.წ.-ს. ცემის მოტივი ის იყო, რომ ნ.წ.-ს ჩაცმულობა მის ადათ-წესებს ეწინააღმდეგებოდა.

ბრალდებულებმა ამავე მიზეზით ჯგუფურად სცემეს ნ.წ.-ს არასრულწლოვან შვილს გ.წ.-საც. აღნიშნულის შედეგად მამა-შვილმა სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო. ნ.წ.-ს სხივის ძვალი აქვს მოტეხილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით 9 აგვისტოს დაიწყო.

ი.ფ.-ს ბრალი ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების და წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, ჩადენილი ჯგუფურად ცემისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53'-126 მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და 53'-118 მუხლის 1-ლი ნაწილით წარედგინა.

ხოლო ა.ბ.-ს და ა.ი.-ს 22 აგვისტოს წარედგინათ ბრალდება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი ჯგუფური ცემისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სსკ-ის 53' -126 მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით.

პროკურატურამ ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე თელავის რაიონულ სასამართლოს შუამდგომლობით უკვე მიმართა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG