Accessibility links

„ქართულმა ოცნებამ“ ხუთ ქალაქში მერობის კანდიდატები დაასახელა


22 აგვისტოს, „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულi პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ მმართველმა პარტიამ საქართველოს რამდენიმე ქალაქში მერობის კანდიდატები დაასახელა.

  • ქუთაისში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი იქნება იმერეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე - იოსებ ხახალეიშვილი;
  • თერჯოლაში - მერის მოვალეობის შემსრულებელი ლაშა გოგიაშვილი.
  • ხარაგაულის მერობის კანდიდატად წარდგენილია -საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, კობა ლურსმანაშვილი,
  • ონის მერობის კანდიდატი იქნება ონის მერის მოვალეობის შემსრულებელი, დავით ჩიკვაიძე,
  • კასპის მერობის კანდიდატად დასახელდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საფინანსო და ლოგისტიკის დეპარტამენტის უფროსი, ვახტანგ მაისურაძე,

ასევე:

თბილისის საკრებულოს კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად დასახელდა კრწანისის გამგებელი ლევან ჯაფარიძე.

ბათუმში, უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იქნება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ტიტე აროშიძე.

ქობულეთში, უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად მმართველმა პარტიამ დაასახელა - ცოტნე ანანიძე.

ხულოს, შუახევის, ქედის, ხელვაჩაურის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარდგენილია ფრიდონ ფუტკარაძე, შუახევის მოქმედი მერი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG