Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული ცოლ-ქმარი შეიყვანეს


23 აგვისტოს, ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში, კორონავირუსით ინფიცირებული ორი პაციენტი შეიყვანეს.

ცოლ-ქმარმა COVID-19-ისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით ცხელების ცენტრს 22 აგვისტოს, საღამოს მიმართა. ინფიცირებულები ლენტეხიდან არიან.

ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს მთავარი ექიმის, თემურ ნადირაძის თქმით, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ისინი ბოქსირებულ განყოფილებაში არიან მოთავსებული.

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში სულ 14 პაციენტი მკურნალობს, მათ შორის 5 ბავშვია.

23 აგვისტოს, საქართველოში კორონავირუსის 17 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG