Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში დააკავეს ბელარუსის მხარდასაჭერად გამართული აქციის მონაწილეები


აქცია მოსკოვში, ბელარუსის საელჩოსთან. 2020 წლის 23 აგვისტო
აქცია მოსკოვში, ბელარუსის საელჩოსთან. 2020 წლის 23 აგვისტო

მოსკოვის პოლიციამ სულ მცირე 11 ადამიანი დააკავა ბელარუსის საელჩოსთან გამართულ აქციაზე. ამის შესახებ უფლებადამცველთა მედიაპროექტი ОВД Инфо იუწყება.

ერთ-ერთი დაკავებულის, მუსიკოს ოლეგ კლიმოვის ინფორმაციით, პოლიციელებმა დაკავებულებს შეუდგინეს ოქმი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ალკოჰოლური სასმელის მიღების და თამბაქოს მოწევისთვის. კლიმოვი ამბობს, რომ პირადად ის სრულიად ფხიზელი იყო.

ბელარუსში საპროტესტო გამოსვლების მონაწილეთა მხარდასაჭერად მოსკოვში, 23 აგვისტოს გამართულ აქციაში ასზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა.

ბელარუსს სოლიდარობა გამოუცხადეს სხვა ქვეყნებშიც, მათ შორის საქართველოსა და ლიეტუვაში. თბილისში "ცოცხალი ჯაჭვის" აქცია გაიმართა რუსთაველის გამზირზე.

ლიეტუვაში ათობით ათასმა ადამიანმა „ცოცხალი ჯაჭვი“ შეკრა ვილნიუსიდან ბელარუსის საზღვრამდე. აქციაში მონაწილეობდნენ ლიეტუვის ყოფილი პრეზიდენტები ვალდას ადამკუსი და დალია გრიბაუსკაიტე.

ლიეტუვის ყოფილი პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე ბელარუსის მხარდამჭერთა "ცოცხალ ჯაჭვში"
ლიეტუვის ყოფილი პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე ბელარუსის მხარდამჭერთა "ცოცხალ ჯაჭვში"

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG