Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევიდან 5 შემოტანილია


საქართველოში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევიდან 2 მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერს უკავშირდება, 2 ადრე დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტის შედეგია, 5 შემოტანილია, 1-ის ინფიცირების წყაროს დასადგენად კი კვლევა გრძელდება. ამის შესახებ მედიას აცნობა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ.

10-დან 4 შემთხვევა აჭარაში დაფიქსირდა. მათგან სამი შემოტანილია, ერთ ახალ პაციენტს კი კონტაქტი ჰქონდა ქობულეთში გასულ კვირაში ინფიცირებულ პირთან.

24 აგვისტოს დილის მდგომარეობით, საქართველოს კოვიდცენტრებში მკურნალობენ 267 პაციენტს. მათგან 5-ის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, 24-ის მძიმე, დანარჩენების კი - საშუალო და მსუბუქი.

თებერვლის ბოლოდან საქართველოში დადასტურებულია კორონავირუსის სულ 1421 შემთხვევა. მათგან უკვე გამოჯანმრთელებულია 1137. COVID-19-ით გარდაცვლილია 17 ადამიანი.

23 აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში - აფხაზეთში, დე ფაქტო მთავრობას დადასტურებული აქვს კორონავირუსის სულ 242 შემთხვევა, მათ შორის 3 გარდაცვალების, ხოლო ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობას - 89.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG