Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აჭარის სანაპიროზე უკვე ტესტირებულთა შორის კორონავირუსის არცერთი შემთხვევა არ ყოფილა


კორონავირუსზე ტესტირებისთვის დადგმული კარავი ბათუმის ბულვარში
კორონავირუსზე ტესტირებისთვის დადგმული კარავი ბათუმის ბულვარში

აჭარის ზღვის სანაპიროზე, სამ დღეში აღებულია 220-მდე ნიმუში და ყველა მათგანის პასუხი უარყოფითია. ამის შესახებ დღეს, 24 აგვისტოს განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ. მისი თქმით, 23 აგვისტოს, უამინდობის გამო ნიმუშების აღება შეწყვეტილი იყო.

გამყრელიძის ინფორმაციით, აღრიცხულნი არიან ბათუმის ბულვარში მდებარე კაფე-ბარების თანამშრომლებიც და მათი ნებაყოფლობითი ტესტირება მიმდინარეობს.

20 აგვისტოს ბათუმსა და ქობულეთში დაიდგა სპეციალური კარვები, სადაც ნიმუშებს უღებენ კორონავირუსზე ტესტირების მსურველ მოქალაქეებს. უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ტურისტულ რეგიონში - აჭარაში ტესტირების გაფართოება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც 15 აგვისტოს კორონავირუსი დაუდასტურდა ქობულეთის ერთ-ერთი კაფის თანამშრომელს და მომდევნო ორ დღეში, მასთან კონტაქტში მყოფ 4 პირს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG