Accessibility links

ავსტრიამ და რუსეთმა ერთმანეთის დიპლომატები გააძევეს ქვეყნიდან „ეკონომიკური ჯაშუშობის“ საქმესთან დაკავშირებით


ავსტრიამ 24 აგვისტოს გამოაცხადა, რომ გააძევა რუსი დიპლომატი, რომელიც დაკავშირებული იყო „ეკონომიკურ ჯაშუშობასთან“.

რუსეთმა საპასუხო ნაბიჯად მოსკოვში ავსტრიის თანამშრომელი გამოაცხადა პერსონა ნონ გრატად.

ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ქვეყნიდან გააძევა რუსი დიპლომატი, რომლის ქცევა არ შეესაბამებოდა დიპლომატიური ურთიერთობის შესახებ ვენის კონვენციის მოთხოვნას.

სამინისტროს დეტალები არ გაუმხელია, მაგრამ ავსტრიის გაზეთი „კრონენ ცაიტუნგი“ იტყობინებოდა, რომ რუსი დიპლომატი წლების განმავლობაში ეწეოდა ჯაშუშობას ავსტრიის მოქალაქის საშუალებით ტექნოლოგიურ კომპანიაში.

ავსტრიის საელჩო ვენაში თავის ვებსაიტზე წერს: „აღშფოთებული ვართ ავსტრიის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, რაც ზიანს აყენებს რუსეთ-ავსტრიის კონსტრუქციულ ურთიერთობებს“.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, მოსკოვის გადაწყვეტილება ავსტრიელი დიპლომატის გაძევების შესახებ სათანადო პასუხის პრინციპს ეფუძნებოდა.
2018 წელს ავსტრიამ უარი თქვა შეერთებოდა ევროკავშირის ქვეყნებს, როცა რუსი დიპლომატები გააძევეს ყოფილი რუსი ჯაშუშის სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლის შემდეგ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG