Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონალდ ტრამპი ოფიციალურად დაასახელეს რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატად


დონალდ ტრამპი ოფიციალურად წარადგინეს აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატად რესპუბლიკური პარიიდან. არჩევნები აშშ-ში წელს, 3 ნოემბერს გაიმართება.

კანდიდატად წარდგენის ცერემონია გაიმართა რესპუბლიკური პარტიის ეროვნულ ყრილობაზე 24 აგვისტოს ქალაქ შარლოტში, ჩრდილოეთ კაროლინს შტატში.

ყრილობის დროს გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები, ხდება სოციალური დისტანციის დაცვა, უტარდება თითოეულ დელეგატის ტესტირება კორონავირუსზე და ყრილობაზე გამგზავრებამდე მათ უნდა ჩაებარებინათ ანალიზი.

კენჭისყრაზე ჩავიდა 336 დელეგატი, თითოეული შტატიდან ექვსი.

ტრამპის მომხრეებს შორის, რომლებიც ჩაწერილი იყო გამომსვლელებად, არიან ტრამპის ოჯახის წევრები, რესპუბლიკური პარტიის ცნობილი წევრები და სხვები.
ყრილობის მონაწილეები კენჭისყრაზე არ გაიტანენ რესპუბლიკური პარტიის ოფიციალურ პლატფორმას 2020 წლისთვის. ერთხმად მიღებულ რეზოლუციაში წერია, რომ პარტია „გააგრძელებს აქტიურად დაუჭიროს მხარი პრეზიდენტის პროგრამას: „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG