Accessibility links

ევროკავშირი მკაცრად გმობს ალექსეი ნავალნის სიცოცხლეზე თავდასხმას


თვითმფრინავი გერმანიიდან, რომელმაც კომაში მყოფი ნავალნი ომსკიდან ბერლინში გადაიყვანა

ევროკავშირმა გაავრცელა განცხადება რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის გამო, რომელიც ბერლინში, „შარიტეს“ საავადმყოფოში იმყოფება როგორც ბერლინელმა ექიმები იტყობინებიან, მოწამვლის შემდეგ.

ევროკავშირი აცხადებს, რომ წინასწარი კვლევიდან ჩანს, ალექსეი ნავალნი ციმბირში მოგზაურობის დროს მოწამლეს, წერია ევროკავშირის მიერ 24 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში, რომელშიც ბრიუსელი მადლობას უხდის „შარიტეს“ კოლექტივს ნავალნის მკურნალობისთვის და მალე გამოჯანმრთელებას უსურვებენ მას.

„ევროკავშირი მკაცრად გმობს ნავალნის, როგორ ჩანს, სიცოცხლეზე თავდასხმას. სრულიად აუცილებელია, რომ რუსეთის ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ დაიწყოს ნავალნის მოწამვლის შემთხვევის დამოუკიდებელი და გამჭვირვალე გამოძიება. რუსეთის ხალხი, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობა, მოითხოვენ ნავალნიზე თავდასხმის მიღმა ფაქტების დადგენას. დამნაშავეები პასუხისგებაში უნდა იქნენ მიცემული“, წერია ევროკავშირის განცხადებაში.

გერმანიის დედაქალაქის, ბერლინის საავადმყოფომ 24 აგვიტოს განაცხადა, რომ ალექსეი ნავალნისთვის ჩატარებული გამოკვლელის თანახმად, რუსი ოპოზიციონერი „მოწამლულია“. ნავალნი 22 აგვისტოს გადაიყვანეს ციმბირის ქალაქ ომსკის საავადმყოფოდან ბერლინში,

მანამდე რუსეთის ტომსკიდან მოსკოვში მიმავალ თვითმფრინავში ცუდად გახდა და ომსკში, საავადმყოფოში მოათავსეს.

ნავალნის თანაგუნდელების თავიდანვე აცხადებდნენ, ის მოიწამლა, როცა დალია ჩაი ტომსკის აეროპორტში მოსკოვში გაფრენამდე.

რუსი ექიმები წინააღმდეგი იყვნენ მისთვის საავადმყოფოს დატოვების ნება დაერთოთ, რადგან თვლიდნენ, რომ მისი მგომარეობა არ იძლევა ტრანსპორტირების შესაძლებლობას.

ბერლინში ნავალნის გადაყვანა მოჰყვა ნავალნის ოჯახის და მომხრეების ბრძოლას რუსეთის ხელისუფლებასთან, მიეღოთ ნებართვა დასავლეთში გაფრენისთვის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG