Accessibility links

ჰააგის სასამართლო განიხილავს ბოსნიელ სერბთა სამხედრო მეთაურის, რატკო მლადიჩის სააპელაციო სარჩელს


რატკო მლადიჩი

25 აგვისტოს ჰააგაში, საერთაშორისო სასამართლოში იწყება ბოსნიელ სერბთა სამხედრო მეთაურის, რატკო მლადიჩის სააპელაციო სარჩელის განხილვა. მლადიჩს სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი სრებრენიცის მასობრივ ხოცვა-ჟლეტასთან დაკავშირებით და 1990-იანი წლების სხვა სამხედრო დანაშაულებების გამო.

ორდღიანი მოსმენა რამდენჯერმე გადაიდო 78 წლის გენერლის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და შემდგომში - კორონავირუსის პანდემიის გამო.

მლადიჩს, რომელიც „ბოსნიის ყასბის“ მეტსახელითაა ცნობილი, 2017 წელს მიუსაჯეს სამუდამო პატიმრობა კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისა და გენოციდისთვის ბოსნიის სამოქალაქო ომის პერიოდში 1990-იან წლებში.

ბრალდებებს შორისაა ბოსნიელ სერბთა შეიარაღებული ძალების მიერ ბოსნიის ქალაქ სრებრენიცაში 8000-მდე მუსლიმი მამაკაცისა და ბიჭის დახოცვა. ეს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდი მასობრივი ხოცვა-ჟლეტა იყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG