Accessibility links

ევროკავშირი მომდევნო კვირას დაამტკიცებს სანქციებს ბელარუსის წინააღმდეგ, ჯერჯერობით, ლუკაშენკას გარეშე


ევროკავშირი, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში დაამტკიცებს სანქციებს ბელარუსის ხელისუფლების წინააღმდეგ, 9 აგვისტოს შემდეგ განვითარებული რეპრესიებისა და ადამიანის უფლებების ხელყოფის გამო.

„ევროკავშირის სანქციები ბელარუსის მიმართ შეთანხმდება და მზად იქნება მომდევნო კვირას. როგორც ჩანს, ლუკაშენკა არ იქნება შეყვანილი სიაში, მაგრამ იგი შეიძლება შეიცვალოს“, - წერს ტვიტერში რიკარდ იოზვიაკი.

19 აგვისტოს, თავის რიგგარეშე საგანგებო სამიტზე, ევროკავშირის ლიდერები წინასწარ შეთანხმდნენ სანქციებზე ბელარუსის ცალკეული მოხელეების მიმართ, რომლებსაც კავშირი აქვთ არჩევნების გაყალბებასა და რეპრესიებთან.

ევროკავშირმა ასევე განაცხადა, რომ არ ცნობს 9 აგვისტოს არჩევნების შედეგებს და მოუწოდებს მინსკს, რომ ოპოზიციასთან ფართო დიალოგით მოკლე ვადაში დანიშნოს განმეორებითი არჩევნები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG