Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრემლი ვერ ხედავს საფუძველს ნავალნის მოწამვლის გამოძიებისათვის


კრემლი აცხადებს, რომ რუსეთის ხელისუფლება, ჯერჯერობით, ვერ ხედავს ნავალნის მოწამვლის საქმის გარშემო გამოძიების დაწყების საფუძველს, რადგან არ არის დადგენილი, თუ კერძოდ რა ნივთიერებით არის მოწამლული რუსი პოლიტიკოსი.

„ჩვენთვის გაუგებარია, თუ რაზე დაყრდნობით ჩქარობენ ასე ჩვენი გერმანელი კოლეგები სიტყვა „მოწამვლის“ გამოყენებას. ეს ვერსია იყო ერთ-ერთი პირველი, რომელსაც ჩვენი ექიმები განიხილავდნენ, მაგრამ ნივთიერება ჯერჯერობით დადგენილი არ არის“, - განაცხადა პესკოვმა 25 აგვისტოს ბრიფინგზე.

პესკოვის აზრით, გერმანელ ექიმებს არაფერი უთქვამთ ახალი და იმისგან გასხვავებული, რაც ტომსკელმა ექიმებმა გამოარკვიეს. „ანალიტიკა ყველა ექიმს ერთნაირი აქვს, მაგრამ დასკვნები განსხვავდება“, - დასძინა პესკოვმა.

გერმანიის დედაქალაქის, ბერლინის „შარიტეს“ საავადმყოფომ 24 აგვისტოს განაცხადა, რომ ალექსეი ნავალნისთვის ჩატარებული გამოკვლევის თანახმად, რუსი ოპოზიციონერი „მოწამლულია“ ნივთიერებით, რომელიც მიეკუთვნება ქოლინესტერაზის ინჰიბიტორების ჯგუფს.

გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა 24 აგვისტოს მოსკოვს მოუწოდა, სრულად, გამჭვირვალედ გამოიძიონ მოწამვლის საეჭვო შემთხვევა და პასუხი აგებინონ მათ, ვინც მის უკან დგას. ამის შესახებ მერკელი საგარეო საქმეთა მინისტრ ჰაიკო მაასთან ერთობლივ განცხადებაში წერს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG